1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ქართულმა ოცნებამ“ სანქციები თავის თავს უნდა დააბრალოს” – როგორ ეხმაურებიან სავიზო სანქციებთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში
,,ქართულმა ოცნებამ“ სანქციები თავის თავს უნდა დააბრალოს” – როგორ ეხმაურებიან სავიზო სანქციებთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში

,,ქართულმა ოცნებამ“ სანქციები თავის თავს უნდა დააბრალოს” – როგორ ეხმაურებიან სავიზო სანქციებთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში

95
0

სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აფასებენ. „ქართული ოცნების“ ოპონენტებს სანქციების ამოქმედება არ უკვირთ და მიაჩნიათ, რომ ეს მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ქართულმა ოცნებამ“ თავის თავს უნდა დააბრალოს ახლა რაც მის თავს ხდება. ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟი მათ არ შერჩებოდათ და ძალიან ბევრი შანსი მისცეს იმისთვის, რომ სანქციებამდე არ მისულიყო საქმე“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თოენა აქუბარდიას თქმით, აშშ-ის სანქციები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.

„მიუხედავად თვენახევრიანი დიალოგისა ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ“, – ამბობს აქუბარდია.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მოუხედავად იმისა, რომ სანქციები წერტილოვანია, საბოლოო ჯამში ის ყველას აზარალებს.

„ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას“, – აცხადებს დაუშვილი.