1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“- პაატა მანჯგალაძე
„ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“- პაატა მანჯგალაძე

„ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“- პაატა მანჯგალაძე

131
0

“რუსული კანონის“ მისაღებად, თურმე, რეგიონებიდან დაიძვრება ხალხი, რომ ეს კანონი თუ არ მივიღეთ, ისე სახლში ცოცხლები არ მივალთო. ასეთ სისულელეს საუბრობს „ქართული ოცნება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დაანონსებულ სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იმიტომ მობრუნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს.

„ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შემოიტანა. სინამდვილეში დიდად არ სჭირდება. პირდაპირ ვერ ბედავენ ევროკავშირზე უარის თქმას. იციან, რომ 80%-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს უნდა ევროკავშირი. ახლა ღიად გამოვიდეს არჩევნების წინ და თქვას, რომ ევროკავშირი არ მინდა, ნიშნავს კონფლიქტში შესვლას საქართველოს 80% მოქალაქესთან. ამიტომ, მოიგონეს კანონი, რომელიც სინამდვილეში ბლოკავს ევროკავშირს. ბევრი სპეკულაცია იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი მესამედო. პირდაპირ გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.