1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა
პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

475
0

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან: ა) საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ქართველ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს, ეძლევათ ერთჯერადი სამთვიანი ვიზა.

აღნიშნულია, რომ ასეთი თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ, მათ და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ ქვეყანა ვიზის გარეშე აკრედიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.