1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაშია”- ჯო ბაიდენი
“პუტინი წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაშია”- ჯო ბაიდენი

“პუტინი წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაშია”- ჯო ბაიდენი

268
0

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაშია და უკრაინელ მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან ბრიფინგისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში იმყოფება. ეს აისახება იმაზე, რომ როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი ცალკეული მოქალაქეების, უკრაინის მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობაა, მცდელობა, დააშინოს ისინი და აიძულოს კაპიტულაციისკენ. ამას ისინი არ გააკეთებენ“,- განაცხადა ბაიდენმა.