1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი არაადეკვატურია, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია”- ზელენსკი
“პუტინი არაადეკვატურია, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია”- ზელენსკი

“პუტინი არაადეკვატურია, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია”- ზელენსკი

222
0

პუტინი არაადეკვატურია და მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ „ცე-დე-ეფ“-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია, თუმცა პუტინი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ დასავლეთს სათანადო რეაქცია არ ექნება.

„მას თუ სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ამას მხოლოდ მაშინ იზამს, თუ ეცოდინება, რომ გამოყენების შემდეგ არაფერი იქნება. ის არაადეკვატურია, მას ან არ სურს მოლაპარაკება, ან ვერ აცნობიერებს, რომ ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მოლაპარაკების შანსი ქრება. ის არის ტერორისტი, რომელთანაც საუბარი არავის სურს, ან რაზე უნდა ველაპარაკოთ?“, – განაცხადა ზელენსკიმ.