1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს”-იენს სტოლტენბერგი
“პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს”-იენს სტოლტენბერგი

“პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს”-იენს სტოლტენბერგი

211
0

ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გეგმავს მშვიდობას.

 

„პრეზიდენტი პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს უფრო მეტ ომს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო წარმოებას და „მიმართავს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა, რათა მეტი იარაღი მოიპოვოს“.

 

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინას საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა „იმისთვის, რომ უკრაინელებს შეძლებოდათ დაებრუნებინათ ტერიტორია, გაეთავისუფლებინათ უფრო და უფრო მეტი მიწა“, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში თავდაპირველი შეჭრის შემდეგ იყო ოკუპირებული.

 

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ხოლო ალიანსის წევრები იღებენ საკუთარ გადაწყვეტილებას იარაღის მიწოდებაზე.