1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მხოლოდ საღი ქართველებისთვის! – დემურ გიორხელიძე
მხოლოდ საღი ქართველებისთვის! – დემურ გიორხელიძე

მხოლოდ საღი ქართველებისთვის! – დემურ გიორხელიძე

4.77K
0

“ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი სახის ემოციის,  სიმპათია/ანტიპათიის, იდეოლოგიებისა და ორიენტაციების გარეშე,  გ ა ი ა ზ რ ო თ 2023 წლის მარტის მოვლენები! 

რა მოხდა! რატომ მოხდა! როგორ მოხდა! 

“კანონის” მიზანმიმართული შემოგდება, მანამდე ინტენსიური მუშაობა და ინსტრუქტაჟი, გრანტები და მოსამზადებელი ეტაპი (გარედან, მძლავრი სამსახურების მიერ!) დაგრანტულ, დანგრეულ, საკუთარი სახელმწიფოს  ნგრევისა და ახალგაზრდების ტოტალური მოტყუების გზაზე შემდგარ უნივერსიტეტებში, და  ე.წ. “პოლიტიკოსებისა” და ხელისუფლების უმაღლესეშელონებში ჩანერგილი არაერთ შემსრულებლის მეშვეობით.მიზანი?! 

გაიხედეთ უკრაინისკენ, -ახლა გასაგები უნდა იყოს, რატომ არის მიბმული საქართველო უკრაინასთან გეოპოლიტიკური თამაშის ფარგლებში, რას ითხოვენ საქართველოსგან?!ვის რა უნდა?! ვიცით?! თუმცა, იციან, ქართველები არ არის მორჩილი ხალხი, და სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებაში (სამოქალაქო ომში) იქნება მისი საბოლოოდ განადგურება შესაძლებელი (ვარაუდი აქვთ ასეთი). ამ საქმისთვის მომზადდა იდეოლოგიური შიზოფრენიის დონემდე მიყვანილი ახალგაზრდების ნაწილი, – მიფურთხებულ-დამცირებული იქნას პოლიცია და სპეცრაზმი,კანონმდებლობა, სამართლიანობა დაგაკეთდა მინიშნება, რომ არაფერი იმუშავებს, სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაწყებული, -ყველაფერი გათელილი იქნება, შეურაცხყოფილი და მინგრეული: აკი, აშკარა სისხლის სამართლის დამნაშავენი, ვინც იძალადა პოლიციაზე და სპეცრაზმზე, –  გამოშვებული და განთავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან! იფიქრეთ რა მოხდა! რაც დაინახეთ, – მხოლოდ უსაშველოდ ზედაპირია!რაც მოისმინეთ, – შენიღბვაა იმისა, რაც მოხდა!ფრაზეოლოგია – უყალბესი, – პოლიტიკური თვალსაზრისით, მიმდინარე უდიდესი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, – დანაშაულებრივი, უპასუხისმგებლო და პროვოკაციული!ახალგაზრდების ბოლშევიკური აგრესიულობის კალაპოტში გადასროლით დაუსჯელობის პრეცედენტი იქნა შექმნილი და… მალე ელოდეთ სიტუაციის დაძაბვას,  აგრესიულობის ზრდასა და დესტრუქციას. 

ამ სიტუაციაში გამოსავალი ყოველთვის პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმია, რომლის  ნასახიც საქართველოში არც კი შეიმჩნევა!

ე.წ. “უმრავლესობა”  განეიტრალებულია: ბრწყინვალედ გათვლილ სცენარში “კანონის”  შემოგდებითა და პირველი მოსმენით ხმის მიცემითა და  შემდეგ, უკან წაღებით, -ცხადად მიანიშნეს: თქვენ ხმებს გახვრეტილი შაურის ფასი აქვს! პოლიციას და სპეც რაზმს მიანიშნეს:თავს გამოიდებთ და დაიწვებით და … დამცირდებით!

განუკითხაობა იწყებს აღმასვლას! საშიში თვეები იწყება! შიში და პანიკა ახლოს არ გაიკაროთ, მაგრამ საღმა ადამიანებმა იფიქრეთ! მარტში  რაც მოხდა, –  ეს მხოლოდ გარე დიდი დაპირისპირების ფარგლებში და მიზნებისთვის მოხდა და ეს პროცესი გაგრძელდება! ქართველების კომპრადორი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები რჩებიან ისტორიული პარადიგმის ფარგლებში: საკუთარი ქვეყნის გაყიდვისა  და ამ გზით პირადი კეთილდღეობის შექმნის ქცევის ფარგლებში! 

p.s.

იფიქრეთ საღად, მშვიდად, ღრმად და იმის წარმოდგენით, თუ რა მოხდა 2023 წლის მარტში, რა დონის ორგანიზება და რა დონის ღალატთან გვქონდა საქმე ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ!-წერს დემურ გიორხელიძე.