პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება
393
0
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ხელმოწერები შეგროვდება, რის შემდეგაც, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას, ერთი თვის ვადაში წარუდგენს.
პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის, არანაკლებ ორი მესამედი.