1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით” – პაველ ჰერჩინსკი
“პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით” – პაველ ჰერჩინსკი

“პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით” – პაველ ჰერჩინსკი

178
0

პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების პრეზიდენტთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიგვიწვია მე და ჩემი ევროპელი კოლეგა ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო კვირებისთვის არსებული გეგმები. ცხადია, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კვირები იქნება. 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით. წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ყველამ ძალიან გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.