1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი? – მათიკაშვილი
პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი? – მათიკაშვილი

პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი? – მათიკაშვილი

40
0

ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული ფორმატი ნამდვილი დიალოგი იყო. სხვანაირად წარმოიდგინეს ან სხვანაირად მიიღეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პრემიერის შეთავაზება? პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი? – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში განაცხადა.

„ამ ყველაფერში ხომ რაღაც ალოგიკურობას ვაწყდებით. დიალოგი არის დიალოგი, სწორედ ის ნამდვილი დიალოგი, რომელსაც შარლ მიშელი სთავაზობს საზოგადოებას, უკვე იყო შეთავაზებული საზოგადოებისთვის და ამაში ახალი არაფერი არ არის. ამ კუთხით ჩვენ მივესალმებით, არის ამის ფორმატი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერი ამ შეთავაზების ფარგლებში მოქმედებს. ამხელა ვნებათაღელვა არის ატეხილი სრულიად ტყუილად, ცდილობენ დეზინფორმაცია გაავრცელონ და მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოს, საქართველო იცვლის კურსს. არადა ყველა ფრაზა, ყველა მესიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ კანონთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამჭვირვალეობითა და ღიაობით შევალთ ჩვენ ევროკავშირში ღირსებით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.