1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს – გოცირიძე
პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს – გოცირიძე

პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს – გოცირიძე

445
0

„ნაციონალური მოძრაობის”  წევრის, რომან გოცირიძის  განცხადებით, პრემიერის მოხსენება იქნება სარკე, რომელშიც დავინახავთ მთავრობის წარუმატებელ და მახინჯი პოლიტიკის სურათს.

 

მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკამ განიცხადა კრახი როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით.

 

„ამ ანგარიშში მოცემულია მთავრობის პოლიტიკა საშინაო და საგარეო მიმართულებით. საშინაო მიმართულებით ეს არის სიღატაკის ზრდა, ფასების, უმუშევრობის ზრდა, ათეულ ათასობით ადამიანის გასვლა და ქვეყნის დაცლა, სრული ჩავარდნა ეკონომიკური და დემოკრატიის მიმართულებით. საგარეო კუთხით არის კრახი, შენელება ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის და 24- ში ალბათ, დაფიქსირდება, რომ საქართველო გამოეთიშა „ასოცირებულ ტრიოს” და ვერ მიიღებს სტატუსს. ეს ერთი წელი იყო წარუმატებლობის და უკან დახევის წელი. ივანიშვილი და მისი გუნდი არის ბარიერი ქვეყნის განვითარების გზაზე და სანამ ხელისუფლების დემონტაჟი არ მოხდება, არ მოხდება დეოლიგარქიზაცია და არ მოვა კოალიციური ხელისუფლება, წარმატების არავითარი შანსი არ აქვს ქვეყანას,”- განაცხადა გოცირიძემ.