1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტთან ვითარება დაიძაბა
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

142
0

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

პროტესტის მონაწილეები ცდილობენ, მიუახლოვდნენ სცენას, რომელიც ტერიტორიაზე არის განთავსებული. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის წართმების მცდელობა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„გაუშვი ხელი, წადი აფხაზეთი დაიცავი“ – მიმართავს აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამართალდამცავს.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის რამდენიმე წუთის წინაც იყო, რაც მონაწილეებისგან პარლამენტის შენობასთან შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე ითხოვნდნენ, რომ სცენაზე ათი გამომსვლელი დროშებით ასულიყვნენ.