1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

594
0

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.