1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტში მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია შეუერთდა
პარლამენტში მოშიმშილეებს  თემურ ჯანაშია შეუერთდა

პარლამენტში მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია შეუერთდა

149
0

პარლამენტში მოშიმშილეებს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.

“მე მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იქნება შიმშილობის აქცია, თუ სხვა. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება. როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,”- განაცხადა ჯანაშიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.