1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დედოფალ ელისაბედის აქამდე უცნობი ფოტო გამოქვეყნდა

დედოფალ ელისაბედის აქამდე უცნობი ფოტო გამოქვეყნდა

დედოფალ ელისაბედის აქამდე უცნობი ფოტო გამოქვეყნდა
213
0

ბუკინგემის სასახლემ დედოფალ ელისაბედის აქამდე უცნობი პორტრეტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დედოფალს სურათი ფოტოგრაფმა რანალდ მაკეჩნიმ ვინძორის სასახლეში, მაისში, მისი ტახტზე ასვლის პლატინის იუბილეს აღნიშვნის დროს გადაუღო.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დღეს დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიაზე 200 ქვეყნიდან 500-მდე ოფიციალურ სტუმარს ელოდებიან. მათ შორის იქნება 101 პრეზიდენტი და მთავრობის ხელმძღვანელი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მონარქს უინძორების სასახლეში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალავენ.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.