
ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა, ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმსა და ფანტაზიაში გადაიჭრებიან, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებენ -ალუდა ღუდუშაური
ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა, ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმსა და ფანტაზიაში გადაიჭრებიან, ამერიკულ დიპლომატიას იწუნებენ და ტრამპის ადმინისტრაციას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესების დაცვა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გააგრძელოს, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ აზიანებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
„ოპოზიციისთვის დონალდ ტრამპი რუსეთუმე და პუტინის მოკავშირე გახდა. ეს ადამიანები უფრო მეტ მარაზმში და ფანტაზიაში გადაიჭრებიან. ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ყველამ თავი უნდა დაანებოს და ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ. ახლა ეს ადამიანები ამერიკულ დიპლომატიას გაშმაგებით იწუნებენ და ტრამპის ადმინისტრაციას უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. საქართველოს ინტერესების დაცვა ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ აზიანებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.