1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია-პრეზიდენტი
ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია-პრეზიდენტი

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია-პრეზიდენტი

63
0

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი არის ბრძენი და პროვოკაციებს არ აჰყვება.

„დღესდღეობით ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ. ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები – ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები; ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ – ეს არის გამოხატულება ამ ძალადობის. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, არ აჰყვება პროვოკაციებს, არ მიიღებს კომფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ არ დანებდება, ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას თავისუფალ არჩევნებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.