“ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს – ძმებო, შეჩერდით, შეჩერდით” – რომის პაპი
212
0
რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და ღაზის სექტორს მოუწოდა, კონფლიქტი შეწყვიტონ.
„კიდევ ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ძალიან შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლებისთვის, დაშავებულებისთვის, დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარება და გათავისუფლდნენ მძევლები. წამებულ უკრაინაზეც ვფიქრობ. ომი ყოველთვის დამარცხებაა. ეს არის ადამიანთა ძმობის განადგურება. ძმებო, გაჩერდით,“- აღნიშნა რომის პაპმა.