1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება”-ირაკლი ნადირაძე 
“ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება”-ირაკლი ნადირაძე 

“ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება”-ირაკლი ნადირაძე 

151
0

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დღეს ოფიციალურად არეგისტრირებენ ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატად.

ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება.

„დღეს ოფიციალურად ვარეგისტრირებთ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, მისი აქტიურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მებრძოლი ხასიათი წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ოთხივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია, ღირსეული ადამიანია, მათ შორის, მივესალმებით ნონა მამულაშვილის კანდიდატურას, წარმატებებს ვუსურვებთ. პირადად მე მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს ენერგიული, აქტიური, მებრძოლი ადამიანი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ვფიქრობ, განახლების, შეცვლის დრო არის ყოველთვის და დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ბრძოლისუნარიანობა, ახალი მუხტი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, 29 იანვარი იქნება თარიღი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის, მიშას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.