1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

190
0

13 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალეიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +8, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +7 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი.

გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.