1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. “ოცნების” ოფისსა და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს” – მელია
“ოცნების” ოფისსა და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს” – მელია

“ოცნების” ოფისსა და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს” – მელია

275
0

“ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს”, – ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული უწყება  “ქართული ოცნების” პატრიული დაწესებულებაა.

“დიღმის სამმართველოში, სადაც დროებითი დაკავების იზოლატორია და ვიყავი, იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. თუმცა მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე, არაფერი განსხვავება “ქართული ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი პოლიციის სამმართველოს შენობის გარდა, არ არსებობს. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე”, – ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი 23 ოქტომბრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.