“ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა, ეს მე არ მაინტერესებს”-სალომე ზურაბიშვილი
„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, სადაც შტოებს შორის არ არის ბალანსი.
„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის.
მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს. პირველ შედეგს წლის ბოლოს, რაც არ უნდა უშლიდნენ ხელს შიგნიდან, ვიღაც ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპია. წინ გვაქვს წელიწადი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. ნურავინ დაკარგავს იმედს, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.