1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

505
0

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.   ობოლაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.

 

„უკვე დიდი ხანია, პოლიტიკოსები ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა არის უმძიმეს დღეში. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური კრიზისი დაძლიოს და ქვეყანას ემსახუროს. პირიქით, „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამ მძიმე მდგომარეობაში ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიწვიოს ქვეყანაში ცვლილებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის ის ენერგია, არ არის სურვილი და უფრო მეტად არის სტატუს-კვო შენარჩუნებისკენ მიდრეკილება და სურვილი, რომ გამოიწვიოს რაიმე ცვლილებები ქვეყანაში.

 

სამწუხაროდ, დიდი დარესტარტების, განახლების, ხალხიდან ლეგიტიმაციის მიღების გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ის ენერგია, ქვეყანაში შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს. ამიტომ მქონდა პრაიმერისის იდეა. ეს იყო პოლიტიკური პროცესების თავიდან გაცოცხლების იდეა, კონკურენციის დაბადების იდეა, ხალხიდან ლეგიტიმაციის ამოღების იდეა. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციაში შიგნით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილიყო დიდი ოპოზიციური არჩევნები, პრაიმერისის ლიდერის, სამოქმედო გეგმის არჩევის, რაც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომ დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ვიყო ჩუმად, წყნარად და ვუყურო სტატუს-კვოს შენარჩუნებას ოპოზიციაში მაშინ, როდესაც ქვეყანას ვკარგავთ და მაშინ, როდესაც რუსეთის ინტერესები უფრო ძლიერდება ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ობოლაძემ.

 

მისივე თქმით, ამ შემადგენლობის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და სიტუაცია ქვეყანაში.

 

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, არ შეიძლება ასე გულხელდაკრეფილი ვუყურებდეთ ოპოზიციის უსუსურობას. მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის პარტიას, ამ შემადგენლობის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უნარი, რომ შეცვალოს ხელისუფლება და შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ეს უნარი არ გაქვს, შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ უნარის შეძენა და მთავარი მიზანი არ უნდა იყოს არსებული სიტუაციის და სტატუს-კვოს შენარჩუნება. ეს არის ერთადერთი და მთავარი მიზეზი. საბოლოო ჯამში არ იქნა გაზიარებული ოპოზიციური პრაიმერისის იდეა,რაც არის ძალიან სამწუხარო“,- აცხადებს ნიკა ობოლაძე