1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და არა ქართველმა ხალხმა -თამარ ჩიბურდანიძე
ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და არა ქართველმა ხალხმა -თამარ ჩიბურდანიძე

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და არა ქართველმა ხალხმა -თამარ ჩიბურდანიძე

235
0

ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უგულავა, მელია და გვარამია იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ.

„ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ბრძანების აღსრულებას და კრიმინალების შეწყალებას ქართული საზოგადოება იგივე განწყობით იღებს. უგულავაც, მელიაც და გვარამიაც იგივე კრიმინალები არიან, როგორებიც იყვნენ. უბრალოდ, ამ კრიმინალების ციხეში ყოფნა არ აწყობთ მათ ლობისტებს. მათ ხომ უამრავი კომპრომატი აქვთ საკუთარ უცხოელ „მეგობრებზე“. ვინ იცის, როდის უმტყუნებთ ნერვები?

უცხოეთშიც კარგად იციან ბისმარკის სიტყვები – „რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები”.

ჯერ-ჯერობით გენიოსობის არაფერი ეტყობათ დამკვეთებს, თუმცა ნამდვილად ცდილობენ. მაგრამ ქართველი ოპოზიციონერები რომ ფანატიკოსები არიან, ამას ყველა ვხედავთ. ხოლო, რაც შეეხება მათ ავაზაკობას, ეს ყველაზე მეტად ვიცით ქართველმა ხალხმა.

როგორც ჩანს, ნიკა გვარამიასაც ჰგონია, რომ ის პრეზიდენტთან ერთად ქართველმა ხალხმაც შეუწყალა. არა, ხალხისთვის ის ისევ კრიმინალია და კრიმინალებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლებას არ აძლევენ”, – წერს ჩიბურდანიძე.