1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს”-Reuters
“ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს”-Reuters

“ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს”-Reuters

383
0

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით: „ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს“ (ავტორი – ქრისტოფერ შიკლუნა), რომელშიც გადმოცემულია მალტაზე, ვალეტაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა სამიტზე მყოფი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის თვალსაზრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნიდერლანდები ევროკავშირს თხოვნით მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერდეს, – განაცხადა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში გამართული ევროკავშირის მომხრეთა მიტინგის დროს პოლიციამ 300 ადამიანზე მეტი დააკავა.

საქართველოში დემონსტრანტები, გასული კვირიდან დაწყებული, თითქმის ყოველდღე აპროტესტებენ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს, რათა „განემარტოს საქართველოს მთავრობას, რომ იმ გზის გამო, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, თბილისს ფასის გადახდა მოუწევს“.

როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტებით გამგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში  ვიზის გარეშე.

კასპარ ველდკამპი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყების წინ მალტაზე ჟურნალისტებს შეხვდა და ესაუბრა. უვიზო რეჟიმის საკითხზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ მიმართავს ეუთოს, რათა დაიწყოს გამოძიება საქართველოს მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით.

წყარო: