მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს -კახა კალაძე

Editor Dali
0
რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს. „იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ […]

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის -PACE-ის დეკლარაცია

Editor Dali
0
საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში – “არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”. დეკლარაციას 24 დეპუტატი აწერს ხელს. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი. “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, […]

გიორგი ამილახვარი ვერსად გაიპარება, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა -ანა დოლიძე

Editor Dali
0
ჩოხატაურის 1-ელი საჯარო სკოლა არის მიგდებული. სკოლის ავარიულობის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ახლა გადაწყვიტეს, ეს სკოლა დაანგრიონ. სად გაიპარა განათლების მინისტრი ამილახვარი?, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს. როგორც დოლიძე წერს, სკოლის ავარიულობის გამო სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე სარემონტო მდგომარეობაშია. დოლიძის თქმით, […]

აი ასე ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული ქვეყნის საელჩოსი რადიკალური, წყალწაღებული ოპოზიციისთვის, რომელსაც არ გააჩნია რეიტინგი მაშველი რგოლია -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.“ მისი თქმით, ეს არის კონკრეტული ქვეყნის საელჩოს მხრიდან პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში, რომელიც ემსახურება რადიკალებისთვის მაშველი რგოლის გადმოგდებას. „ეს თემა არის რადიკალური, წყალწაღებული ოპოზიციისთვის, […]

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ოქტომბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0175 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0251 ლარს შეადგენდა. […]

მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი! – მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

Admin Tamuna
0
პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.” მდინარაძის თქმით, ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი. „ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ […]

ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს და მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ბედს. ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე: „არ გეშინიათ, რომ არჩევნების შედეგების შესაცვლელად არჩევნებს გააყალბებენ?“ – საქართველოს […]

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს” ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

Admin Tamuna
0
თბილისში „მაკდონალდს საქართველოს” ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში – 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.   გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს […]

„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

Admin Tamuna
0
ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა.  „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება. 2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  […]

ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ უკრაინაში – მტერს ულმობლად უნდა გაუსწორდე – The Daily Telegrtaph

Admin Tamuna
0
„შესაძლოა ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის მეთოდებს ომის წარმოების მხრივ (მე პირადად არ ვეთანხმები), მაგრამ ისრაელი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ გაეროს კედლებში მშვიდობაზე მიმდინარე წყნარი ლაპარაკი და თავაზიანი თხოვნები არ მუშაობს“, – წერს გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrtaph) დაბეჭდილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ უოლესი. სტატია გამოქვეყნებულია სათაურით „ნეთანიაჰუ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ […]

რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის? – BBC russian

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის ილია აბიშევის სტატიას სათაურით „რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის?“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა განხილული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: უკრაინის არმიამ ქალაქი უგლედარი დატოვა და უკან დაიხია – რუსეთის სამხედრო ქცედანაყოფებმა დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხელში ჩაიგდეს, რაც […]