რა ეღირება დოლარი და ევრო 24 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7262 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9273 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9514 ლარს შეადგენდა. […]

სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი, ოპოზიციამ ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცა, პრემიერის კანდიდატურა წარედგინა -გია ვოლსკი

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო, ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. ოპოზიციამ ზურაბიშვილი თავზე არ დაისვა და საშუალება არ მისცა, პრემიერის კანდიდატურა წარედგინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ისეთი აბსურდული სურათი დახატეს, რომელიც საზოგადოებაში ადვილად გაიშიფრა და განვითარება ვერ მიეცა. „სალომე ზურაბიშვილის გეგმა და იდეა იყო ის, რომ ოპოზიციის ლიდერად წარმოეჩინა თავი. […]

ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით – თიბისი დაზღვევა

Editor Dali
0
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს.   ამასთანავე, ამ პირობის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს დამატებით ბენეფიტებს, კერძოდ: თეგეტას 200 ლარიანი ვაუჩერი ავტომობილის სრული დიაგნოსტიკა: ელექტრონული დიაგნოსტიკა, სავალი ნაწილის დათვალიერება, აკუმულატორის რესურსის და ანტიფრიზის დონის შემოწმება, საბურავის ნახრის შემოწმება […]

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ბანერის ფოტოს აქვეყნებს. „ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე,  რას დაამსგავსეს საკუთარი თავები. მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი, ტერორს უდგანან სათავეში. მტრად გამოაცხადებენ კი […]

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს, „ლელოს“ არ უჭირს, დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა -იაგო ხვიჩია

Editor Dali
0
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ დაასახელოს, ნიშნავს იმას, რომ „ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“. „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. მოგეხსნებათ, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, უფასოდ, რომ გადაეფიქრებინა, ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან […]

დიახ, ვისაც რეგიონებიდან წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
დილიდან, თურმე, ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს რეგიონები ადარდებთ, მაგრამ, თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შესაძლოა, დამამშვიდებლებიც დასჭირდეთ. თუმცა, როგორც მდინარაძე […]

ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული – Lidovky

Admin Tamuna
-1
ჩეხეთის უძველესი გაზეთი „ლიდოვკი“ (Lido – იბეჭდება ქალაქ ბრნოში 1920 წლიდან), აქვეყნებს სტატიას სათაურით „ზელენსკის ბოლო ამოსუნთქვა? უკრაინის პრეზიდენტს ფსონი ბოლო კარტზე აქვს დადებული“ (ავტორი – პაველ კაპეცკი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ლიდერების ბაგეთაგან კიევის მხარდაჭერის სიტყვები ისმის, უკრაინისა და მისი პრეზიდენტისათვის სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ვოლოდიმირ ზელენსკის ფსონი აქვს დადებული ბოლო კარტზე […]

თუ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა არის რუსული მოვლენა, სასაცილოა უბრალოდ – პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ კლიპზე

Admin Tamuna
0
თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა არის რუსული მოვლენა. სასაცილოა უბრალოდ, აბსოლუტურად სასაცილო, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის შინაარსის, რუსეთში 2018 წელს გამოყენებულ საარჩევნო კლიპთან დამთხვევას ეხებოდა. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ ამ კლიპით ბევრი დაინტერესდა […]

ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, ახლაც არასწორი ანგარიშები უნდა შეადგინონ. „ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ […]

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი – თბილისის მერია

Admin Tamuna
0
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ზღვისუბანში, ახლად გახსნილ პარკში, საფეხმავლო ბილიკზე მიწის ჩამოტანაა ასახული, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ეხმაურება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დღეს თბილისში გაიმართება

Admin Tamuna
0
დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ. მმართველი პარტიის წევრების თქმით აქ იქნება ყველა, ვისთვისაც ქვეყნის ღირსება, მშვიდობა და სტაბილური გარემო მნიშვნელოვანია. სახელისუფლებო პარტია ღონისძიებაზე მოსვლისკენ ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს, რადგან მათივე თქმით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველამ დაინახოს თუ სად […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
23 ოქტომბერს ქუთაისში +17 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. […]