“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას” – უკრაინის საგარეო უწყება

მაია
-1
არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, […]

2024 წლის არჩევნებთან მიმართებით სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს -ცესკო

მაია
0
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში  საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება. „გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით. 2024 […]

“ისეთი ზეწოლა იყო ქოჩორას საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€ ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი – რას წერს როინ ქოჩორაშვილი?

მაია
0
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი როინ ქოჩორაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების, გიორგი ქოჩორაშვილის მამაა სოციალურ ქსელში წერს: “ქოცებო! გუშინდელი საერთაშორისო ორგანიზაციების და ევრო პარლამენტის შეფასების შემდეგ, თუ თქვენ კიდევ ფიქრობთ რომ რამე (ტრიუკი) დარჩა რომლითაც ევროკავშირში შესვლა შესაძლებელია, დროულად მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას (ფსიქოლოგიურ მდგომარეობას) ეს რბილად რომ გირჩიოთ და მიგითითოთ! ვინც გაყალბებაში მიიღეთ მონაწილეობა, თქვენ საკუთარ […]

ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება -ანა დოლიძე

მაია
0
ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ოპოზიციის გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს იქნება საუბარი იმ გეგმაზე, მოკლევადიან პერიოდში რომლითაც ვაპირებთ, განვახორციელოთ ქართველი ხალხის გაბრაზება“, – განაცხადა ანა დოლიძემ. დოლიძის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე ოპოზიცია საზოგადოებას არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებას ეტყვის იმ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ნოემბერს

მაია
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9759 ლარს შეადგენდა. […]

სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოღონდ არ მსურს, ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი ისიც აღმოჩნდეს -სააკაშვილი

მაია
0
არ მსურს, რომ ჩემს უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მომეწონა, რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას. მე ვნახე, რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა […]

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო დააზიანოს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის კონსტიტუციას, ამას უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად ხედავს-მაკა ბოჭორიშვილი

მაია
0
სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დააზიანოს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის კონსტიტუციას, ამას უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც კარგად ხედავს, –  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, კამპანია, რომელიც არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. „შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა ამ ყველაფერზე რეაგირება იყოს. სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული და სათანადო პასუხი […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მაია
0
ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციითვე, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. „ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა […]

ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი მისიების ანგარიშებს არ დაელოდნენ და საქართველოში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ბაიდენის შეფასება აბსურდულია -“ქუინსი ინსტიტუტი”

მაია
0
ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, – ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში. როგორც სტატიის ავტორი, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ანატოლ ლივენი წერს, ბაიდენის შეფასება, რომ, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი […]

 ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! -ნიკა გვარამია

მაია
0
ქართველ ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენი იმედი შეგიძლიათ რომ გქონდეთ, ჩვენ შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ბრიფინგს გამართავს, სადაც „ყველაფერი ცნობილი გახდება“. „ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანობით მოქმედებენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენი კოალიციაც და სხვებიც, ვინც აქ ვიყავით ყოველ […]

 ყველაზე სანდო მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა -“ქუინსი ინსტიტუტი”

მაია
0
ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, – ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში. სტატიის ავტორის, ევრაზიის პროგრამის დირექტორის, ანატოლ ლივენის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანა სამწუხაროა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ დასავლური მედიის დიდი […]

ევროპარლამენტმა, ესპანეთში წყალდიდობისგან გამოწვეული ტრაგედიის გამო, ესპანეთისა და ევროკავშირის დროშები დაუშვა

Admin Tamuna
0
ევროპარლამენტმა, ესპანეთში წყალდიდობისგან დაღუპული ადამიანების მიმართ პატივისცემის ნიშნად, ესპანეთისა და ევროკავშირის დროშები დაუშვა, – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „დღეს ჩვენი დროშები დაშვებულია. ევროპარლამენტი უერთდება ესპანელი ხალხის გლოვას ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც ტრაგიკულ წყალდიდობას ემსხვერპლა. ამას ერთად გავუმკლავდებით“, – წერს მეცოლა. შეგახსენებთ, ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში […]