თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

Admin Tamuna
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
4 ნოემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – სალომე ზურაბიშვილი

Admin Tamuna
0
მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი […]

ევროკავშირმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

   ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას ეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული. „რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში. საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო […]

აშშ-ის ასზე მეტმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მოღვაწემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს

აშშ-ის 100-ზე მეტმა პოლიტიკოსმა ორივე პარტიიდან და სამხედრო მოღვაწემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, განცხადებას ხელს აწერენ მათ შორის სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, ტომ დეშლი და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ლეონ პანეტა. „საარჩევნო პროცესში ჩართული პირები საჭიროებენ მხარდაჭერას და არა მუქარას. […]

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ჩანაფიქრი განახორციელოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ასეთების სიახლოვე აიტანოთ. კურო ამ დღეს გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ და […]

დონალდ ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს – დიმიტრი მედვედევი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.   მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.   “დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ […]

საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს – „DIE WELTWOCHE“

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა.   „საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, […]

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს

ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს. „იპოვე ერთი ჯიშის მონები ფერები დაგეხმარება, ლეგენდა ასე მოგვითხრობს: ყვითლები – აქვთ/ყავთ საერთო, . წითლები – მათი ხსენება FB-ში არ შეიძლება. მწვანეები – ამათ წითლები დებენ. სტაფილოსფერები – ისინი წყალს და პრინციპებს ნაყავენ. იისფრები – მეცნიერება დავობს – რომელს მეტი IQ აქვს“, – წერს […]

რუსებმა დონბასში შეტევის ტემპი დააჩქარეს და ომის დაწყების შემდეგ რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს- BBC

დონბასში ოკუპანტებმა შესამჩნევად დააჩქარეს შეტევის ტემპი და სექტემბერ-ოქტომბერში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს.  გამოცემა Welt-ის გათვლებით, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულმა ჯარებმა უკრაინის 478 კმ² მიწა მიიტაცეს, რაც აბსოლუტური რეკორდი გახდა 2022 წლის მარტში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ. DeepState-ის მიხედვით, ოქტომბერში ოკუპანტებმა მოახერხეს 20-მდე დასახლების დაკავება, მათ შორის უგლედარი და სელიდოვო დაიკავეს.  როგორც BBC-ის სტატიაშია […]

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი სა­უ­კე­თე­სო რამ, რისი გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, არის მთლი­ა­ნად ჩა­ეფ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში, სა­დაც უნდა მო­ა­წეს­რი­გოთ საქ­მე­ე­ბი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს! ენერ­გი­ის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, ნამ­დვი­ლად შეძ­ლებთ მთე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ამას მო­ი­თხოვს გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ბიზ­ნეს­მე­ნებს, რო­მელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გე­ლით. სხვა ქა­ლა­ქე­ბის ან ქვეყ­ნე­ბის კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა. კურო პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში საქ­მე­ე­ბი კვლავ […]

ამინდი იცვლება! – 3 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში გაავდრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო. აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი. . აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში […]