ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

მაია
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა […]

არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე

მაია
0
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.    როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო.   „ამ არჩევნებზე, […]

შარლ მიშელთან მქონდა მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის -ირაკლი კობახიძე

მაია
0
შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. „შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ […]

“ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს”-Reuters

მაია
0
ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს“ (ავტორები – მაიკლ ჯორჯი და ფილიპ ფლეტჩერი) გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ირანელთა ცხოვრებაზე შეერთებული შტატების არჩევნები გავლენას არ იქონიებს. ეს განცხადება ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანიმ 6 ნოემბერს გააკეთა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამდენიმე საათში. როგორც არაბული სამყაროს, […]

წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს -ცესკო

მაია
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ მანიპულაციური ხასიათის ინფორმაციას და დეზინფორმაციას ეხმაურება. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, „მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა“. „დღეს, სოციალურ ქსელებში […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მაია
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო […]

ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს “უცხოური ჩარევისა” და “ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ”კანონებს-მარტა კოსი

მაია
0
ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ მარტა კოსმა გააკეთა, რომელიც ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში გაფართოების საკითხებზე ევროკომისრის პოზიციაზეა წარდგენილი. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს იმედი. „მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისადმი – არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ. […]

“ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ”-Reuters

მაია
0
ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“ (ავტორი – ფარისა ჰაფეზი, დუბაიდან). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპის გამარჯვება უბრალო რიგით ირანელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ზოგიერთებს ეშინიათ, რომ ომის დაწყების რისკი გაიზრდება, ხოლო სხვებს იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი პოზიცია ირანში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს – […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ნოემბერს

მაია
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი 2.9389 კურსი ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9288 ლარს შეადგენდა. […]

Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია -ცესკო

მაია
0
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ […]

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, კეთილი ინებონ, მტკიცებულებები წარადგინონ ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან -შალვა პაპუაშვილი

მაია
0
ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“. „ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, […]

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით – პრემიერი

Admin Tamuna
0
მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.   პრემიერის თქმით, საუბარი იქნება ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.     „ძალიან მნიშვნელოვანი […]