გთხოვთ, ორშაბათს გაეთავისუფლოთ სამსახურიდან და ჩვენს სამშობლოს ერთი დღე დავუთმოთ -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს ერთდღიანი შვებულება აიღონ და სამშობლოს ერთი დღე დაუთმონ. როგორც გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ოპონენტები გეგმავენ, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია, თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც გამართონ. „მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ორშაბათს გაეთავისუფლეთ […]

სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? -ვაჟა სირაძე

Editor Dali
0
დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ. „დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]

ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია -თინა ბოკუჩავა

Editor Dali
0
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები. “ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის […]

 ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! – ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში -მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში გამართულ ქალთა მარშს. ოპოზიციონერი ლიდერი მადლობას უხდის მარშის ორგანიზატორ ქალებს. „ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! ემიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, სამწუხაროდ. ასობით ათას ადამიანს, ახალგაზრდებს, განვითარების რეალურ ძალას, იმ მომავლის ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყანა ევროპაში უნდა წაიყვანოს, იძულებულებს ხდიან გაიქცნენ, თუმცა […]

„ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი […]

მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა – ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული და მოვიპოვებთ – მამუკა ხაზარაძე 

ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება – უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.   მისივე თქმით, „არანაირი ნიჰილიზმი“, ვინაიდან გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია.   „ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, […]

უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა – ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია – პაველ ჰერჩინსკი 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო […]

საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია. საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ესპანეთის ნაკრები 32-11დაამარცხა. და ტიტულს ზედიზედ მეექვსედ დაეუფლა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული […]

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი ნუ იქ­ნე­ბით ჯი­უ­ტი და ის­წავ­ლეთ სხვე­ბის მოს­მე­ნა – ამ­გვა­რად თქვენ შეძ­ლებთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ პრობ­ლე­მე­ბი. ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სხე­უ­ლი! ძა­ლი­ან რთუ­ლი და ამავდრო­უ­ლად პერ­სპექ­ტი­ულ პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ – სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა, უფ­რო­სე­ბის გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა – ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­გარ­თმევთ სიმ­შვი­დეს. კურო შე­ე­ცა­დეთ გა­ი­ჩი­ნოთ შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან, წი­ნა­აღ­მდეგ […]

დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება – დეკანოზი, შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებას გიორგობას ულოცავს. დეკანოზის თქმით, დღეს გაიმართება პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი, რა დროსაც 700 ბავშვი მოინათლება. “დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას იფარავს და იცავს წმინდა გიორგი და ქართველებს უდიდესი პატივისცემა გვაქვს წმინდა გიორგის მიმართ გამოხატული. შემთხვევითი არ არის, რომ 20 წლის წინ ეს […]

ქართული ჩირების და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია „ჩირჩხელაზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა

Editor Dali
0
ქართული ჩირების და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია „ჩირჩხელაზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერმა სოციალურ სივრცეში წვდომა გაუთიშა ადმინისტრატორს, რის შედეგადაც ვეღარ ხერხდება „ჩირჩხელას“ მრავალრიცხოვანი გვერდების მართვა. კომპანია შავი პარასკევის დღეებში ტრადიციულად პარტიზანულ აქციას ამზადებდა, თუმცა პარტიზანული თავდასხმა თავად კომპანიაზე განხორციელდა. ეს არის საკმაოდ თამამი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც პროფესიონალთა წრეში მაღალ შეფასებებს იძენს. სწორი იუმორით შექმნილი კამპანია ორი წელია, […]