საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

Editor Dali
0
ცესკო-ს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს. ცესკო-ს სხდომაზე […]

მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა -მამუკა მდინარაძე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვაზე

Editor Dali
0
შეიძლება, მოგეჩვენოს ადამიანს, რომ წინა დღის მაკრონის ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მაკრონი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ემანუელ მაკრონის ზარმა ბიძინა ივანიშვილისადმი ოპოზიციაში დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, […]

მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია, დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი, ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი გუშინდელ მიმართვაზე, სადაც მაკრონი ამბობს, რომ […]

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

Editor Dali
0
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 14:00 საათზე დასრულდება. საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება, ხოლო პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა კოლეგიის სულ მცირე 200 წევრის ხმა. […]

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს

Editor Dali
0
დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. პარლამენტის სასახლეში კენჭისყრის პროცესი 09:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება, ხოლო პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა კოლეგიის სულ მცირე 200 წევრის ხმა. […]

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერ­ძი ფრთხი­ლად იყა­ვით რას ამ­ბობთ: ნე­ბის­მი­ერ­მა და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვამ­მა სი­ტყვამ, რო­მელ­საც ამ­ბობთ და არ ფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ აღიქ­ვა­მენ მას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტი. კურო   უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნი ნიშ­ნის ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნებ­რი­ვი შრო­მით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი: ნე­ბის­მი­ერ იდე­ას, რო­მელ­ზეც დღეს ფიქ­რობთ და გა­ნი­ხი­ლავთ, ყვე­ლა შან­სი აქვს წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ტყუპი […]

„ხვალ საღამოს 7 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე” – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
„ხვალ საღამოს 7 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. თბილისი კვლავ იქნება აუცილებლად გამორჩეული, სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი. არავის არ აქვს უფლება, რომ დიდს თუ პატარას წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვთ საახალწლოდ მორთულ ქუჩებს. ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები, გპირდებით ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას. რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის […]

სალომე ზურაბიშვილს მოუწევს პენსიაზე გასვლა – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა. „სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო […]

არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, ამ 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ უცხოური ჩარევით რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, თუმცა ყველა იქნა განეიტრალებული – პრემიერი

Admin Tamuna
0
ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და არ გვიჭირს ვითარების სრულად კონტროლქვეშ აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში შესაძლებელია, რომ გამოირიცხოს რევოლუციური პროცესები. „ერთი რამ ვერ გათვალეს ჩვენმა ოპონენტებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სახელმწიფო […]

გათხოვილი კაცები რომ გელაპარაკებიან და გვასწავლიან მორალს, ეკლესიაზე გვესაუბრებიან, ეს არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი – დეკანოზი შალვა

Admin Tamuna
0
მე ასეთი რამ ვთქვი, რომ ვისაც მე პირადად, რუსეთის მომხრე და მე რუსეთუმე ვგონივარ, წყეული იყოს ის მამა შალვა, რომელიც რუსეთის მხარესაა და რომელიც ვინმეს მხარეს იყოს, – განაცხადა დეკანოზმა შალვამ (კეკელია) ქადაგებისას. „მე ასეთი რამ ვთქვი, რომ ვისაც მე პირადად, რუსეთის მომხრე და მე რუსეთუმე ვგონივარ, წყეული იყოს ის მამა შალვა, რომელიც რუსეთის მხარესაა […]

პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი – თუ ეს პროვოკაცია არ არის, ვთავაზობ ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოწყოს ღონისძიება – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო […]

“მე კატეგორიულად არ ვეთანხმები რაკეტების გაშვებას ასეული კილომეტრებით დაშორებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში”-დონალდ ტრამპი

Editor Dali
-1
ამერიკულ ჟურნალ „თაიმში“ (Time) გამოქვეყნებულია ინტერვიუ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რომელსაც, Time-ს ვერსიით, „2024 წლის ადამიანის“ ტიტული მიენიჭა, საუბრობს თავის გეგმებზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ გამარჯვებაზე, მიგრაციის პრობლემაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე…. დონალდ ტრამპს ესაუბრებიან „თაიმის“ მთავარი რედაქტორი სემიუელ ჯეიკობსი, რედაქტორი ალექს ალტმანი და კორესპონდენტები ერიკ კორტელესი და მასიმო კალბრეზი. ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებს ბრიტანული „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს, დონალდ ტრამპმა კიევი […]