თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან განთავსებული ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება

Admin Tamuna
0
დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა. “რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს […]

“ყოფილი საფეხბურთო თავდამსხმელი, ახლა კი ულტრამემარჯვენე: მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც შვეიცარიის კლუბებში  „გრასჰოპერში“, „ბაზელში“ და “ციურიხში” თამაშობდა, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეს- Blick

Editor Dali
0
შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთის „ბლიქის“ (Blick – „ხედვა“) 15 დეკემბრის საკვირაო ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ყოფილი საფეხბურთო თავდამსხმელი, ახლა კი ულტრამემარჯვენე: მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც შვეიცარიის კლუბებში  „გრასჰოპერში“, „ბაზელში“ და „ციურიხში“ თამაშობდა, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეს“ (ავტორები – მარკო მადერი და ნატალი ცუმკელერი). გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: 1997 წელს მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანული „მანჩესტერიდან“ შვეიცარიულ „გრასჰოპერში“ გადმოვიდა. „ქართველი მოვიდა“, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში იმ […]

ავღანეთში, სადაც ესტონეთისა და ლიეტუვის საომარი იყო, ჩვენ ვიომეთ, რამდენი ჯარისკაციც მათ ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა – შალვა პაპუაშვილი 

Admin Tamuna
0
ავღანეთში, სადაც ესტონეთისა და ლიეტუვის საომარი იყო, ჩვენ ვიომეთ, რამდენი ჯარისკაციც მათ ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სადაც საომარი იყო ავღანეთში, ნატოს წევრ ესტონეთს და ლიეტუვას ჰყავდათ 30-30 კაცი, ისიც შტაბებში და საქართველოს 1 000 ჯარისკაცი და მათ მაგივრად იომეს. […]

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Air China-მ დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა. ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა. ორ ქვეყანას შორის […]

ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაასანქცირებს -რიკარდ იოზვიაკი

Editor Dali
0
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ, ვინაიდან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკად იოზვიაკი ავრცელებს. „ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს დღეს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის […]

 თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, საჭიროა დისკუსია, შეთანხმება -ქსავიე ბატელი

Editor Dali
0
თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნებზე, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის. „ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განმარტავს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განმარტავს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პოლიციას მიენიჭა უფლებამოსილება, პირი დააკავოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ზოგადი ეჭვის საფუძველზე, რომ მან მომავალში შეიძლება, ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს […]

საქართველოს ხელისუფლების წევრები თუ არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც -მარგუს ცაჰკნა

Editor Dali
0
საქართველოს ხელისუფლების წევრები თუ არ შეცვლიან კურსს, რომელიც მიმართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობაც, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებმადე ცაჰკნამ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. „ესტონეთმა დამატებით მაღალი რანგის 14 ოფიციალური პირი შეიყვანა სასანქციო სიაში. […]

საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია, რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით დაემუქრა, თუ ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას […]

 საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა -კაია კალასი

Editor Dali
-1
საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ყველა ის მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით -სუს-ი

Editor Dali
0
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით. „ანგარიშში აღნიშნულია, რომ […]

 ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია-საქართველოს მთავრობა

Editor Dali
0
საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და […]