საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი -IRI

Editor Dali
0
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.​ IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი, სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას, ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება, – ამის შესახებ IRI-ის მიერ 26 ოქტომბერს […]

მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა-მაიკლ მაკკოლი

Editor Dali
0
ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს […]

სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, ჩვენ და ზოგადად ეკონომიკას -ზურაბ ჩხაიძე 

Editor Dali
0
ჩემთვის არის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყნის განვითარება, სტაბილურობა სჭირდება ქვეყანას, სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ, თქვენ და ზოგადად ეკონომიკას. სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, – ამის შესახებ „კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საუბარი არსებულ ვითარებას შეეხო. „ჩვენ ზოგადად გვქონდა საუბარი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესსა და ზოგადად […]

“მე რომ მივიჩნევდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, პრემიერთან შეხვედრაზე არ მოვიდოდი” – ირაკლი ბურდილაძე

Editor Dali
0
მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბურდილაძის თქმით, ახლა მთავარი არის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. „საუბარი იყო იმ […]

არ დავიწყებ მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი – ლევან დავითაშვილი

Admin Tamuna
0
არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახველი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა მე არა თუ იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს , – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, […]

უცხოური ვალუტის კურსი 24 დეკემბრისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8082 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9174 ლარს შეადგენდა. […]

შსს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა – გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. […]

ვიცით, კულისებშიც სალომე ზურაბიშვილზე მძიმე ზეწოლაა, რათა ადგეს და გამოაცხადოს არჩევნები – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
თუ სალომე ზურაბიშვილი დანაშაულს ჩაიდენს, ერთადერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასუხისმგებლობას ასცდეს, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ იქნება შესაბამისი. ამ შემთხვევაში გისოსებში არ აღმოჩნდება და აღმოჩნდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, არასერიოზულია ამაზე საუბარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „მინდა შევუერთდე ირაკლი კობახიძის „მუქარას“ და […]

ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთში: როგორ იბრძვიან ისინი და გახდებიან თუ არა დეზერტირები – BBC

Admin Tamuna
0
„ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები, რომ კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანყოფებს ჩრდილოკორეულ სამხედროებთან შეტაკება მოუხდათ და რომ რამდენიმე ათეული კორეელი ჯარისკაცი უკრაინელებმა გაანადგურეს. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ხმები სინამდვილეს?“ – ასეთი კითხვაა დასმული ბრიტანული „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსეთში: როგორ იბრძვიან ისინი და გახდებიან თუ არა დეზერტირები“, რომლის ავტორი ჯინ მაკენზი ჩრდილოეთ კორეიდან […]

მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე

Admin Tamuna
0
მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. „არ მინდა მითითებასავით გამომივიდეს, ასე ვინმემ შეაფასოს, ამის საშუალება მივცეთ, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა, […]

დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული

Admin Tamuna
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს. […]

რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს -The Washington Post

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის ახალი ეტაპი: სასწორზე მსოფლიოს ბედია დადებული // რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს“ (ავტორები – რობინ დიქსონი, ქეთრინ ბელტონი და ფრანჩესკა ებელი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მომავალ წელს ორი გეოპოლიტიკური ალფა-ლიდერი ერთმანეთს მეტოქეობას დაუწყებენ. რინგის ერთ მხარეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტი […]