გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ, ვაჩვენოთ, რამდენი ვართო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
-1
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა. მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირაა რადიკალების მთავარი განსახილველი თემა მისი სტატუსებია და ქალმაც, რომელიც მას დახვდა, ჯაშუშების უმრავლესობის მსგავსად, ნერვები მწყობრში ვერ აქვს. “ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ […]

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს – ბიძინა ივანიშვილი

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. „დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო […]

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა – მედია

Admin Tamuna
0
ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრზე აკმარალ ალნაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.

უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე – The Economist

Admin Tamuna
0
ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) რუბრიკით „ომი უკრაინაში“ დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე“, რომელშიც ქვეყნის რაკეტმშენებლობის დარგის ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი სავარაუდო აღორძინების საკითხია განხილული. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: გრძელი და იმავდროულად წვრილი სარაკეტო იმპულსურ-რეაქტიული ძრავა ჩართვისას ისეთი გამაყრუებელი გრიალით იწყებს მუშაობას, რომ სტენდიდან ყველა  ანაზდეულად უკან იხევს. რაკეტას „ტრემბიტა“ ჰქვია, საყვირის […]

მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

Admin Tamuna
0
მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, -ნათქვამია […]

ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – გურამ მაჭარაშვილი

Admin Tamuna
0
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სხედან, ტყუილებს ლაპარაკობენ და მიუხედავად ამისა, მაინც იმას აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა მედიასთან დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, რადიკალები არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაში დგანან, ამიტომ, „ხალხის ძალა“ აჩვენებს, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ოპოზიცია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ცდილობს, რომ […]

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. “ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა […]

კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

Admin Tamuna
0
25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, […]

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი მშვიდი და მუშაობისთვის შესაფერისი დღეა. დიდი ალბათობით, დაუსრულებელ დავალებებს დაუბრუნდებით, რათა ახალ წელს „ვალებით“ არ შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ – რაც უფრო მეტად იჩქარებთ, საქმეს უფრო მეტად გაირთულებთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როგორ აკეთებთ და შესრულებული სამუშაო გულდასმით შეამოწმეთ. საღამოს მოსალოდნელია ზარი ან შეტყობინება ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანი არ გინახავთ. გირჩევთ, ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

Editor Dali
0
24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება […]

უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით

Editor Dali
0
უკრაინამ მიიღო პირველი გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. „უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროში. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში დაგეგმილი 20 მილიარდი დოლარიდან, რომლის გადაცემასაც […]

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს -ზაალ ანჯაფარიძე

Editor Dali
0
დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, IRI-მ ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა. “რომ შეხვიდეთ IRI(საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) ვებგვერდზე ნახავთ, თუ როგორ ტრაბახობს 50 ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებით, არჩევნების “სწორად” ჩატარებაში დახმარებით და […]