ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9142 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“საქართველოს ავტორიტარული დრეიფი – დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად”-Foreign Affairs

Editor Dali
0
ცნობილი ამერიკული ჟურნალი „ფორინ ეფეარსი“ (Foreign Affairs) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „საქართველოს ავტორიტარული დრეიფი: დასავლეთმა არ უნდა მისცეს ნება თბილისს რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად“ (ავტორი – ქრისტიან ქერილი). პუბლიკაციის დასაწყისში ამერიკელი ჟურნალისტი ესაუბრება ნიკა ხოჯავას – 28 წლის დისკ-ჟოკეის პოპულარული ტექნოკლუბ Left Bank-დან, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალი ახალგაზრდულ მიტინგში მონაწილეობს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ არის განწყობილი. იმიტომ, რომ მისი აზრით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან […]

ქვეყანაში სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად დაჩქარდება, ოთხი წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ ოთხი წლის მანძილზე და ვფიქრობ, ეკონომიკური ტემპების, დამატებით გაზრდაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპონენტების აზრი, რომ 2025-ში ვითარება უფრო გამძაფრდება და ეკონომიკა წავა უკან, მხოლოდ მათი ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია. […]

 როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები, ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე-მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც […]

ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის და შესაბამისი პოლიტიკური რესურსის განეიტრალება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. „ლიბერალური ფაშიზმისგან საქართველოს გათავისუფლება არის ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა. გამოწვევა არის ნომერ პირველი და შესაბამისად, ამოცანაც არის ნომერ პირველი. ლიბერალურ ფაშიზმს აქვს კონკრეტული […]

სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო მისთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც ამაში იქნება ჩართული -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არა მარტო თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება, პატრონებისთვის თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ მას მოუწევს გაწიროს პირობითად 100 კაცი, რომელიც მასთან […]

სირცხვილია, რასაც ვისმენთ, რომ სისტემური ძალადობა და მშვიდობიანი პროტესტი იყო, ასეთი სამარცხვინო ტყუილი დასავლური სივრციდან, ძალიან მძიმედ აისახება დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციაზე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
-1
სირცხვილია, რასაც ჩვენ ვისმენთ – ერთი, რომ სისტემური ძალადობა იყო, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო ტყუილი და მეორე ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ესეც არის სამარცხვინო ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, გამოძიება წარიმართება ყველა ფაქტთან დაკავშორებით. „თავიდანვე დაიწყო გამოძიება. იყო დაახლოებით 500-კაციანი ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფება, რომელიც ძალიან […]

დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი […]

 ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს -ნიკა გვარამია

Editor Dali
0
ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ […]

 ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად […]

რუსეთთან რომ ვაჭრობ, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს –  შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, რომ გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად […]