ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს. „ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების […]

,,ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, თუ რამდენად არაქართული არის ის ე.წ. პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ”- შალვა პაპუაშვილი

ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, თუ რამდენად არაქართული არის ის ე.წ. პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინდელი მოწოდება რესტორნებში მომსახურებასთან დაკავშირებით, „ამაზრზენი და სამარცხვინოა“. „ყველა ეს მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდი, ხან ვუდუს თოჯინების გამოყენება, ხან კუბოს დაწვა, რაც კი ეს რიტუალები იქნა ჩატარებული, […]

,,გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს”- შალვა პაპუაშვილი

ყველას მოვუწოდებ, ჩახედონ, რატომ არის ეს მისთვის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რატომ არ იყრის ის კენჭს თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებზე? რადგან ის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა. „გერმანული პოლიტიკიდან გარიყული […]

მიხაელ როთი – ხალხი ქუჩაში აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად

47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები არიან, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა. როთის თქმით, ამიტომ არის თბილისი და საქართველოს სხვა ბევრი ქალაქი ევროპის ნამდვილი დედაქალაქი. „ეს არის რატომაც მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ თბილისი და […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც „ნაცის“ გვერდზე დგახარ და აპროტესტებ ძალადობას, ასეთი პარადოქსი ბუნებაში არ არსებობს

ბევრი მიზეზია და სხვებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვის გვერდით დგას. მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ გულწრფელები არიან და დღეს დგანან აქციებზე, ამბობენ, რომ „ნაცები“ არ არიან და „ნაცებს“ არ უჭერენ მხარს. უნდა თქვან, ვის უჭერენ მხარს. კითხვა რომ დავუსვათ, ვის გვერდით დგანან, შეიძლება გითხრან, თვითორგანიზებით მოვედიო, მაგრამ რეალურად ყველამ […]

2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – ვახტანგ ცინცაძე

Admin Tamuna
0
2024 წლის დეკემბერში ექსპორტი, დაახლოებით, 7 %-ით გაიზარდა და 550 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები მისი თქმით, 2024 წელს საქონლის ექსპორტი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ […]

უცხოური ვალუტის კურსი 14 იანვრისთვის

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8292 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8310 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8852 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9171 კურსი ლარს შეადგენდა. […]

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. „საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ […]

არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. „დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, […]

მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე […]

დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!” – The Washington Post

Admin Tamuna
0
აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!“ // რასაც ტრამპი კანადაზე ამბობს, იგივეს აცხადებს პუტინი უკრაინაზე“ (ავტორი – ფარიდ ზაკარია, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში კრიტიკული თვალსაზრისითაა გადმოცემული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ტერიტორიულ ექსპანსიას ეხება. გთავაზობთ სტატიას […]

Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Editor Dali
0
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet-ი და British Airways-ი იწყებენ. „აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet-ი ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა […]