USAID-ში კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია – დახურეთ ის – დონალდ ტრამპი

Admin Tamuna
0
USAID-ში კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია – დახურეთ ის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „USAID-ი რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს, და მათ არაფერი შეუძლიათ ამის წინააღმდეგ, რადგან ფული ისე დაიხარჯა – დიდი ნაწილი თაღლითურად – რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. დახურეთ ის!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის – მამუკა ხაზარაძე

Admin Tamuna
0
26 ოქტომბერს არჩევნების მიტაცებიდან დღემდე ივანიშვილის არალეგიტიმურმა, „რუსულმა მთავრობამ“ ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მაინ გაიხსენა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ უახლეს პერიოდში გველოდება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი. ამასთან, ხაზარაძის თქმით, პარლამენტის შენობაში „შეკრებილი ადამიანები, სრულიად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის“. “მინდა გაგახსენოთ, […]

მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტად წარდგენილი ნათია თურნავა თანამდებობაზე დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას  წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე  სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. იგი 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს […]

USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს

Editor Dali
0
ორგანიზაცია USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ერთ-ერთმა საკვანძო დონორმა – USAID-მა – დროებით მუშაობა შეწყვიტა, „დროებით შეჩერდა რიგი კომისიების მუშაობაც, რომლებიც სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შერჩევით იყვნენ დაკავებულნი“. კერძოდ, სტეფანიშინას განცხადებით, უკრაინაში მუშაობა შეაჩერეს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 8 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7940 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8095 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9010 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9106 კურსი ლარს შეადგენდა. […]

პოლონეთში რუმინეთის მსგავს ვითარებას არ გამორიცხავს – “შეიძლება თუ არა, არჩევნებში გაიმარჯვონ მხოლოდ მათ, ვისაც ბრიუსელი უჭერს მხარს? შედეგების დაცვა მოგვიწევს”-ანჯეი დუდა

Editor Dali
0
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუმინეთის მსგავსი სიტუაცია განვითარდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პრეზიდენტის კანცელარიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. პოლონური ტელეკომპანიის, Kanal Zero-ს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაისში რუმინეთის მსგავსი სიტუაციის განვითარება, პრეზიდენტი ანჯეი დუდა პასუხობს: „ამ შეკითხვას ხშირად ვუსვამ ჩემს თავს“. „შეიძლება თუ არა, არჩევნებში გაიმარჯვონ მხოლოდ […]

პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის სახელზე როდესაც წერდნენ მიმართვებს, რა მოლოდინი ჰქონდათ, არ ელოდნენ, რომ მანდატებს შეუწყვეტდნენ, თუ ეს ისტერიკა საიდან წამოვიდა?-ბექა ლილუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენს პოზიციაში არაფერი შეცვლილა, ჩვენი მხრიდან პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, თუნდაც ე.წ. თავმჯდომარის მისამართით ჩვენი მიმართვის გაფორმებით. აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე არანაირ გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. „მანდატების საკითხზე ახალი და შეცვლილი არაფერია. თავის დროზეც, როცა ამაზე იყო საუბარი, ვთქვით, რომ ჩვენ ივანიშვილის […]

საგამოძიებო კომისია ათი წევრისგან დაკომპლექტდა, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, ორი ადგილის ათვისების შესაძლებლობა ექნება გახარიას პარტიას -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კვოტები განსაზღვრა. მათიკაშვილის თქმით, კომისია სულ ათი წევრისგან დაკომპლექტდა, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, გიორგი გახარიას პარტიიდან ორ პოლიტიკოსს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. „პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ […]

ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შედგება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შიგნით აქვთ განსხვავებული ხედვები, საკუთარი ამბიციები არ აძლევთ შესაძლებლობას, ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანდნენ -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შედგა და ვერც შედგება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან შიგნით აქვთ სრულიად განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. როგორც მახაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეეცდება, სალომე ზურაბიშვილი გარშემო შექმნას პლატფორმა, თუმცა, მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით მათი წარმატების იმედი არ აქვს. „მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები და […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა

Editor Dali
0
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე ალექსი პეტრიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელეს. მას 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.

 USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო, მოლდოვის მთავრობამ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმება გააჩერა

Editor Dali
0
USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო, მოლდოვის მთავრობამ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმება გააჩერა. ამის შესახებ პოლიტოლოგი და ექსპერტი დიონის ცენუზა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. “საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებული სტრუქტურული რეფორმებმა შეიძლება სერიოზული რისკი შეუქმნას ევროინტეგრაციას. მოლდოვის მთავრობამ ახლახან გამოაცხადა, რომ პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმება შეჩერებულია USAID-ის დაფინანსების შეწყვეტის გამო”, – წერს დიონის ცენუზა. https://x.com/dioniscenusa/status/1887786813361619325?t=8Evv-TH6Iy7F9UFtZ7Ja4w

პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან – კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ-ნიკა გვარამია

Editor Dali
0
ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება, ყველაფერი კარგად არაა და ეს მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კარდინალური ცვლილებების დროა. „ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი: რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა „ენჯეოების“, გინდა მედიების მიერაც […]