,,უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, თუ ჭკვიანები ვიქნებით”- დონალდ ტრამპი

უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა აშშ-ის […]

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

 25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -12 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +2 – თოვლი სოხუმი +2- თოვლი ზუგდიდი +2 – თოვლი მესტია -7 – თოვლი ფოთი +5 – წვიმა ბათუმი +5 – წვიმა ოზურგეთი +3 – წვიმა ქუთაისი +1 – თოვლი ამბროლაური -2 – თოვლი […]

,,ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდები”- აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდება. ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა ზელენსკისთან, შესაძლოა, მალე მოხდეს, რათა ხელი მოაწეროს უკრაინა-აშშ-ს შორის შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ.  „პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ნაცობა” ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს და მათი ბრალდებებიც ამის დასტურია”-მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მის მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცობა” ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს და მათი ბრალდებებიც ამის დასტურია. მისივე თქმით, პრინციპში, გასაკვირიც არ არის, არა თუ ასეთი ამორალურობა და დაბრალებები, არამედ საკუთარ სამშობლოს და ხალხს სწირავდნენ ომისა და გარდაუვალი დაღუპვისთვის. „ნაცობა“ რომ ავტომატურად უკიდურეს ამორალურობას ნიშნავს, ამისი კიდევ ერთი […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.  

,,მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს პუტინთან ომის დასრულებასა და მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით”-დონალდ ტრამპი

სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპი დღეს გამართულ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული. „დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 თებერვალს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8049 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9362 კურსი ლარს შეადგენდა. […]

ვინ დაკარგა უკრაინა? – რას წერს The Spectator

Admin Tamuna
0
ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ვინ დაკარგა უკრაინა?“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაცია და გაკეთებულია დასკვნა, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაში დამნაშავე სწორედ ევროპის ქვეყნები არიან, მათ მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: 1950-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უმეტესად ერთი კითხვა ისმებოდა ყველაზე ხშირად: […]

მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – პრემიერი

Admin Tamuna
0
საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები და წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზრდა 20 100 ადამიანით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. „რაც შეეხება ეკონომიკას, დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. საქსტატმა შეაჯამა გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემები […]

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”

Admin Tamuna
0
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech […]

წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა – თიბისი კაპიტალის განახლება

Admin Tamuna
0
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, 1/3 შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.   წმინდა […]

რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: “ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და…” – Gumhuriyet

Admin Tamuna
0
თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Gumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და…“ (ავტორი – მეჰმედ ალი გიულერი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: თებერვალში სამ დედაქალაქში სამი სამიტი გაიმართა და სამივეზე უკრაინის საკითხი განიხილეს. ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ – მოლაპარაკების პირველი ეტაპის სახით, შემდეგ კი უკრაინაში ცეცხლის […]