ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

Admin Tamuna
0
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა. „ჩვენთვის დიდი პატივია IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის […]

თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს – დავით მათიკაშვილი

Admin Tamuna
0
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი სტანდარტი და თუ არა მცდელობა საზოგადოებისთვის ტყუილის გასაღების, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები იმ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოში ვითარდება და კონკრეტული ფაქტების გამომზეურებას ემსახურება – რაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო […]

ექვსი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საქართველოს დედაქალაქში – Independent

Admin Tamuna
0
ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ავრცელებს. Independent-ის ჟურნალისტმა შონ მოლტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. შონ მოლტონი გამოცემის მკითხველს ლონდონიდან ახალი პირდაპირი რეისების შესახებ მოუთხრობს, რომელიც თბილისის მიმართულებით სრულდება და აცნობს თუ რა დახვდებათ საქართველოს დედაქალაქში ჩასულ მოგზაურებს. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოა. […]

დაბეჯითებით მუშაობენ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – ირაკლი ქადაგიშვილი

Admin Tamuna
-1
ეს სცენარი გაშიფრული არის. უბრალოდ ამ სცენარს ასეთი იმპულსური გამოხტომები ახასიათებს ხოლმე. ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული სცენარი. ეს არის უცხოეთში მოფიქრებული სცენარი, რომელიც მეხუთე კოლონის ხელით აქ უნდა შესრულდეს ხოლმე, – ასე აფასებს „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობასა […]

“საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით”-Berner Zeitung

Editor Dali
0
შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს გაზეთ „ბერნერ ცაიუთუნგში“ («Berner Zeitung» – „ბერნის გაზეთი“) გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ქართველ კულტუროლოგთან – რუსუდან თაბუკაშვილთან, სათაურით „საქართველო სწრაფად ვითარდება… ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით“ (ესაუბრება ჟურნალისტი ბერჰარდ ოტი). „მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეაჩერა, თბილისის მთავარ ქუჩაზე საპროტესტო აქციები არ წყდება. თვითონ რუსუდან თაბუკაშვილი დემონსტრაციებში თითქმის არ მონაწილეობს, მაგრამ სამაგიეროდ მისი წინააღმდეგობა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ წერილობითი ფორმით […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7483 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7487 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1143 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Editor Dali
0
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მათ დეტალურად ისაუბრეს მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, მათ შორის გააცნეს ცესკოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები და გადაწყვეტილებები. […]

 რუსთავში ინტერპოლით ძებნილი, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს 

Editor Dali
0
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული […]

“რატომ არის კიევი კმაყოფილი, რისკების მიუხედავად, აშშ-სთან ხელმოწერილი სარესურსო გარიგებით”-BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია “ბიბისის” (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია სათაურით: “რატომ არის კიევი კმაყოფილი, რისკების მიუხედავად, აშშ-სთან ხელმოწერილი სარესურსო გარიგებით“ (ავტორი – სვიატოსლავ ხომენკო, კიეველი კორესპონდენტი). პუბლიკაციაში განხილული და კომენტირებულია 30 აპრილს აშშ-უკრაინას შორის გაფორმებული შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და სარგებლობის შესახებ. გთავაზობთ  სტატიის შემოკლებულ ვარიანტს: აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილი სარესურსო გარიგების შედეგთა შეფასება, ალბათ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ თვეებისა და […]

თიბისი აგრობიზნესისთვის – აჭარული ლურჯი მოცვის მოგზაურობა დასავლურ ბაზრებზე

Editor Dali
0
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქართველოში მისი მოყვანა 2010 წლიდან იწყება. ჯემალ ცეცხლაძე კი აჭარაში პირველი იყო, ვინც ჩაის ძველი, გაველურებული  პლანტაცია ამოძირკვა და ახალი კულტურით ჩაანაცვლა. კენკრის ამ სახეობის  სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ასევე ხელოვნურ […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა

Editor Dali
0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა […]

ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კონცეპტში

Editor Dali
0
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.    ბაირონ სმიტი |ძირითადი ფოკუსი: თხრობის მართვა ფოტოების მეშვეობით  5 მაისი, ორშაბათი  მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი კონცეპტი, მე-4 სართული  18:00-19:00  ბაირონ სმიტი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მიზნად ისახავს, მოიხელთოს კონფლიქტისა […]