ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

Editor Dali
0
ბრაზილიაში ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას კონცერტზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს.  ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს. „სამოქალაქო პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღკვეთა“, – ნათქვამია რიო-დე-ჟანეიროს შტატის პოლიციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მათივე ცნობით, თავდასხმა “სიძულვილის ენისა” და თინეიჯერების რადიკალიზაციის გამავრცელებელი ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი. გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეები ახდენდნენ ადამიანების გადაბირებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნების, ორგანიზებული თავდასხმების განსახორციელებლად, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებისა […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს

Admin Tamuna
0
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია. პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ […]

რუსეთს უკრაინის ნაწილი არ სჭირდება, მას მთელი უკრაინა სურს – დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დათმობა მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა. NBC News-თან ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რაზე მოუწევდა თავად მოსკოვს დათმობა, რადგან არსებობს მრავალი ინფორმაცია, რომ უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა. პასუხად, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს „მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა“: „იმიტომ, რომ რუსეთს მთელი უკრაინა სურს. […]

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

Editor Dali
0
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით. რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან. „ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
5 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +12 […]

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

Admin Tamuna
0
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა.  როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს. „წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. […]

შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან – არა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან. „ძალიან ახლოს […]

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით

კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია: საბურთალო, გიორგი მიროტაძის ქ. N15 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 19:15-დან 5/5/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბოჭორიშვილის, კოსტავას 75-ს კორპუსებს, მიროტაძის ქუჩას და სააკაძის I გასავალს; სამგორი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N409-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 17:45-დან 5/5/2025 […]

,,ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება”- ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება. ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას გეგმავენ. პაველის თქმით, თუ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, უკრაინა შეძლებს ამ ჭურვებით თავისი მარაგების შევსებას. „მე დარწმუნებული ვარ, რომ საარტილერიო ინიციატივა და […]

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა, თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს. კურო კარგია, თუ დღეს ეცდებით, განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული. ტყუპები პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მეტად სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ, ან გადაწყვიტოთ, რომ წინ უკეთესი პერსპექტივები გექნებათ და წერტილი დაუსვათ […]

,,9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი და უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისგან 9 მაისს პროვოკაციებია მოსალოდნელი. ზელენსკის თქმით, უცხოელმა ლიდერებმა, რომლებიც მოსკოვს ეწვევიან, შესაძლოა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადონ. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის, ვინ არიან ეს მეზობლები – რუსეთი. და რაზე არიან მზად რადიკალური პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, პირველ რიგში თავიანთ ქვეყანაში“, – განაცხადა […]

ზელენსკი „შერიგების“ თაობაზე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი ომი არ სურს. უფრო მეტიც, დღეს უკვე გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ეს სწრაფად დავასრულოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ ეხმაურება კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოკავშირეების მხარდაჭერის […]