თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გაიზრდება ინფლაცია?

Admin Tamuna
0
წლიური ინფლაცია, ზედიზედ მეორე თვეა, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში 3.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს მიზნობრივზე მცირედით მაღალი ინფლაცია ჯერ კიდევ შარშან ჩვენს საბაზო სცენარს წარმოადგენდა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციური წნეხი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია ბოლო 6 თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით, […]

თქვენ რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მეგის ქარდავა კი მეორე ხარისხის ორდენით – სუბარი ხოჭავას

Admin Tamuna
0
ის, რაც თქვენ გადაგხდათ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავს გადახდენილი ისტორია, რომელიც რამდენიმე კრიმინალმა ჩაიდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაც, მათ შორის, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟმის მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას, რომლის უფლებების შელახვის საქმეც სხდომაზე განიხილება. სუბარის თქმით, ეს რომ […]

“პრომო ჰაუსი” –  სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Editor Dali
0
კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს  პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი –  საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა. დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა […]

ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს -პეტრე ცისკარიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს მომავალი არის პროდასავლური, წარმატებაზე ორიენტირებული, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში არ შედის, რადგან მისთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ვაშინგტონში განაცხადა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიზიტით იმყოფება. ცისკარიშვილის განცხადებით, ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს.  „ჩვენ დღეს […]

მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო -გიორგი ხოჭავა

Editor Dali
0
მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა. გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ მოპყრობა გაიხსენა. „გადამიყვანეს სამმართველოში […]

მეგის ქარდავა მეუბნებოდა, თითქოს ქურდობა ჩავიდინე და მეღიარებინა, წამიყვანეს ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, 20-მდე ადამიანი მცემდა, რა დროსაც კოხტა კოდუამ ჩამიდო ნარკოტიკი -გიორგი ხოჭავა

Editor Dali
0
მეგის ქარდავა მეუბნება, რომ ქურდობა ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცოცხლებდი. ქურდობა არ ჩამიდენია და ამის აღიარებას არ ვაპირებ-მეთქი. ამის შემდეგ ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანეს. 20-მდე ადამიანი ფეხითა და ხელით მცემდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა. […]

ციხის ათმა თანამშრომელმა მცემა, დამიზიანეს ფეხი, 4 თვე საწოლიდან ვერ ვდგებოდი – გიორგი ხოჭავა

Admin Tamuna
0
„ნაცმოძრაობის“რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პატიმრობის დროს განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. როგორც ხოჭავამ განაცხადა, ციხის თანამშრომლებმა მას სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ფეხი და ოთხი თვის განმავლობაში […]

ჩვენი ხელისუფლება კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას შეძლებს, რაც ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე უსათუოდ აისახება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება, – ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ […]

რა ხდება პუტინის იარაღის საიდუმლო იმპერიაში – The Economist

Admin Tamuna
0
“რუსეთის არმიისა და შეიარაღების განახლება უპერეცედენტო ტემპებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა ხდება პუტინის იარაღის საიდუმლო იმპერიაში“. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნების აქტიურობა სულ უფრო მატულობს და არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო წარმოების თვალსაზრისით, რუსეთი მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკებისათვის სამაგალითო გახდეს, თუმცა არსებობს პრობლემებიც. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: […]

საქართველო აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-თვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია,  – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც წერილშია აღნიშნული, უკვე […]

აშშ-ის ადმინისტრაციას “მეგობარი აქტზე” არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია, ამის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ ადმინისტრაციის მიმართაც -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
აშშ-ის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალაშია […]

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. „რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო […]