ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.   “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუ პუტინი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. და მაშინ, ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე […]

ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აბსოლუტური უმეცრებაა იმის თქმა, რომ „დღეს საქართველოს სჭირდება ჩინური გავლენებისგან გათავისუფლება“, ანუ სისულელეა. ფ   ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ევროპის მთავარი ამოცანა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა.   რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას მინისტრი ამას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპრომისებით მიღწეული ზავი მხოლოდ პაუზა იქნება.   ლიპავსკი ამბობს, რომ ევროპისთვის რუსეთი […]

„ნაცობა“ იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე შეუძლიათ თქვან, რომ ეს ასე არ არის – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის აღქმის 2025 წლის გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაცობა“, ბევრ თვისებასთან, ბევრ „უნართან“ ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე, მსოფლიო დონის ორგანიზაციების კვლევებზე, მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ ორგანიზაციების კვლევებზე შეუძლიათ თქვან, […]

PSP-სა და “MAGENTO”-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს “Bighorn Web Solution” შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა

Editor Dali
0
“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს. კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7440 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7440 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0464 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ პოზიციათა თანხვედრის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს უნდა განმარტონ იმ […]

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

Admin Tamuna
0
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, გენერალური პროკურორის მოადგილედ კი ზურაბ ბელთაძე. „გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში. ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ […]

“პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ მოსკოვს ომის დასრულება არ სურს” – ერმაკი

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს თუ იტყვის, ეს იქნება რუსეთის მიერ ომის დასრულების სურვილის არქონის საბოლოო სიგნალი. ანდრეი ერმაკის თქმით, ამ დროისთვის რუსეთს არანაირი პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის თურქეთში მოლაპარაკებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კიევმა კი დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა და თურქეთში ჩავა. ანდრეი ერმაკმა დასძინა, რომ 12 […]

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

Admin Tamuna
0
მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა.  აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც წინა ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით […]

ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
ცხადია, „ქართული ოცნების“ წრეში დიდი ნერვიულობაა და ეს წერილიც ამისი გამომჟღავნებაა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ალბათ, დღეს ნაკლებად სცალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ღია წერილში ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება ჩანს. „მოვუწოდებ საზოგადოებას, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის […]

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის იმ სპეციალურ განცხადებაში, რომლის მიღებაც აშშ-ს წარმომადგენლობათა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ იგეგმება

Admin Tamuna
0
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი განმარტავს, რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის იმ სპეციალურ განცხადებაში, რომლის მიღებაც აშშ-ს წარმომადგენლობათა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ იგეგმება. როგორც წილოსანი აცხადებს, პარლამენტის განცხადებაში იმის საწინააღმდეგო ფაქტები იქნება მოყვანილი, რაზეც „MEGOBAR აქტშია“ საუბარი, კერძოდ კი, „ფაქტები იმისა, თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა, სასამართლო რეფორმის საუკეთესოდ წარმართვა […]

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვასა […]