ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი – დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება.    „ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური” მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე…   ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს […]

მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი

Editor Dali
0
მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც მან წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა […]

ლივერპულში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანით შევარდა

Editor Dali
0
ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.  53 წლის მამაკაცი დააკავეს მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით. პოლიციის ინფორმაციით, ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. […]

5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება

Editor Dali
0
5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.  მათივე ცნობით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 27 მაისის 22:00საათიდან ოთხშაბათის, 28 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებსა და ობიექტებზე: იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი: ვაკის რაიონი მცხეთის ქუჩა: 35/37 – შპს „იქსორი“ 43, 45, 45კ 48–50 / მარუხის ქ. 8 […]

გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს – The Guardian

გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.   ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.   ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს “ვესტიბიულში” ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში […]

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი მისალოც წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე. „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე […]

ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ბრალდებებს უარყოფს

ჩინეთს უკრაინის ომში არცერთი მხარისთვის არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი მოხმარების სამხედრო და სამოქალაქო პროდუქტს, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.   საგარეო უწყებამ უპასუხა უკრაინის უცხოური დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც ირწმუნება რომ ჩინეთი რუსეთის სამხედრო საწარმოებს ტყვიაწამალითა და ხელსაწყოებით ამარაგებს. ოფიციალური პეკინი მსგავს ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს კიევის […]

ფიცო მერცს სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის განცხადებებს არადემოკრატიულს უწოდებს. ასე გამოეხმაურა რობერტ ფიცო ფრიდრიხ მერცის ინიციატივას, რომ ევროკავშირმა სლოვაკეთს ევროპული ბლოკის პოლიტიკისგან გადახვევის გამო დაფინანსება შეუჩეროს.   ფიცოს თქმით, განსხვავებული მოსაზრების გამო წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი მექანიზმების გამოყენება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ევროპულ დემოკრატიას. სლოვაკეთის პრემიერი განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება მის ქვეყანას დაემუქროს ან უბრძანოს. ფიცო […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7357 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1061 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

Editor Dali
0
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას […]

სამწუხაროდ, დღეს “ოცნებას” ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის -გიორგი გახარია

Editor Dali
0
დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, „ქართული ოცნება“ აღარ არის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. „ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, […]

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

Editor Dali
0
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიბისიმ  ერთგულ მომხმარებლებს, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, მასშტაბური შეთავაზებები მოუმზადა. 31 მაისს და 1 ივნისს, მათ 40-მდე პარტნიორი ფიზიკური და ონლაინმაღაზიის საბავშვო კატეგორიაში,  40%-იანი ქეშბექ შეთავაზებები დახვდებათ.   ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებული გამორჩეული შეთავაზებებით სარგებლობა ახალი თიბისი ბარათითა (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი) და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით (ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი) […]