არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება, რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო -ზელენსკი

Editor Dali
0
არსებობს იმედი, რომ 2026 წელს ომი დასრულდება და რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა შესაძლოა, კატასტროფული არ იყოს, რადგან ეს ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკაა. ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რთულია ანალიზი, თუ რა არის ჩრდილში […]

ახალგორში, ფაქტობრივად, რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო, ყოველდღიურად ელოდებოდნენ, რომ ვიღაც რაღაცას ეტყოდა -გელა შერმადინი

Editor Dali
0
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გელა შერმადინს უსმენენ. შერმადინმა კომისიის სხდომაზე 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. „როგორც მოგეხსენებათ, ახალგორში აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ განვითარებულა, ტყვიაც არ გავარდნილა, კონფლიქტი არ მომხდარა ოსსა და ქართველს შორის, არც რამე სამხედრო დანაყოფები […]

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

Editor Dali
0
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 29 მაისს, თბილისში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – “როდის მოვკლათ ბიზნესი?”. ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები: გაბრიელ მელივა (ტექ. ანტრეპრენერი); სოფო ბალავაძე (სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ელენე ზამთარაძე (“შავი პომიდორის” დამფუძნებელი) საკუთარ ისტორიას გაგვიზიარებენ ბიზნესის წამოწყების და მასთან დამშვიდობების […]

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება

Admin Tamuna
0
წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. მერიის სოციალური პროექტის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „წელს პროექტის მასშტაბები იზრდება და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში, დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. […]

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

Admin Tamuna
0
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე წარადგინა. პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გელა გელაძეს მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტი განსაკუთრებულ დღეებში მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მრავალფეროვანი შეთავაზებებით, ამიტომ ბავშვთა საერთაშორისო დღისთვისაც ჯადოსნური შეთავაზებები მოუმზადა. 31 მაისს და 1 ივნისს, თიბისი კონცეპტის ერთგული მომხმარებლები, საქართველოს დიდი ქალაქების 40-მდე ფიზიკურ მაღაზიასა და რამდენიმე ონლაინ ობიექტში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას 40 % ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებენ. პარტნიორი სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი, სადაც შეთავაზება იმოქმედებს, […]

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის – ვახტანგ გომელაური

Admin Tamuna
0
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, – წერს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური მიმართვაში, რომელიც თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 […]

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ავრცელებს: „საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
27 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, […]

~ ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, იქნება თუ არა მოქმედი მერი მმართველი გუნდის კანდიდატი დედაქალაქში. კობახიძის თქმით, ეს არის მისი პოზიცია და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. „მიწევს შედარებით ირიბი განცხადების […]

 “ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობაზე, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან” – გივი მიქანაძე

Editor Dali
0
ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს მიესალმება „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გზავნილში ნათლად ჩანს განწყობა, რაც ქვეყნებს შორის დადებითი მიმართულებით, ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა უნდა გახდეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს გზავნილი მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. “ეს არის მნიშვნელოვანი […]

დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი, არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული იმ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რთული […]