რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ივნისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7318 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7318 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1203 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

“პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება”-The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“  (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინმა მტკიცედ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რუსეთის აეროდრომებზე უპასუხოდ არ დარჩება“ (ავტორები – ზორან კანო-იანგსი და ჯონათან სვონი). პუბლიკაციაში კომენტირებულია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. გარდა ამისა, მასალაში აღნიშნულია, თუ ვის მიმართ აქვს სიმპათიები აშშ-ის პრეზიდენტს და ვინ არის მისთვის „ცუდი ბიჭი“ – პუტინი თუ ზელენსკი. გთავაზობთ […]

ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, საჭიროა ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს ჩემგან სიცხადეს მოითხოვს. როცა ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. რადგან მსჯელობა დაწყებულია, საჭიროა, მეც ვთქვა ჩემი სათქმელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი მისთვის გასაკვირი და გაუგებარია. „ამ შემთხვევაში არ […]

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

Editor Dali
0
  თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც […]

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ გახსნეს. მათ საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ […]

გოჩა ჩხაიძე Who is Who-მ ღვინის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

Editor Dali
0
ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა. აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა, საერთაშორისო ჯილდოს, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ. როგორც გოჩა ჩხაიძე “ჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს ღონისძიება კვიპროსში ჩატარდა. და მას პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისი თქმით, მთელი […]

რობინ დანიგანი აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს – მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია

Editor Dali
0
რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა […]

ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე – მაკა ბოჭორიშვილი

Admin Tamuna
0
წლევანდელი ფორუმის მთავარი აქცენტი მშვიდობის როლია, რაც არც შემთხვევითია და არც მხოლოდ სიმბოლური, – განაცხადა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები, არც თუ ისე შორეული წარსულია. „ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია […]

მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას – რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით. „ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი რა […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

Admin Tamuna
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ივნისის თვეში, 5 სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  ივნისი შეხვედრების განრიგი: პირველი ტრენინგი 13 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ოპერაციების მართვის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. მეორე შეხვედრა 17 და 19 ივნისს […]

ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, […]

მშვიდობამ მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა ქვეყანაში რეგიონების თანაბარ სოციალირ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენთვის რეგიონულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნებთ – პრემიერი

Admin Tamuna
0
თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის ასრულებდა ძალიან საინტერესო პლატფორმის როლს მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლისთვის,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ღონისძიება ქმნის ძალიან კარგი პლატფორმას იმისთვის, რომ გაიმართოს დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.    „წლევანდელი თემა, მშვიდობა და მშვიდობის როლი კეთილდღეობის […]