ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. „ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს. ყურბან-ბაირამი სიკეთის, ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა, რომელიც, სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, საქართველოშიც განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება. ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგია, არც ეროვნება. იგი გამოიხატება მშვიდ და კულტურულ თანაცხოვრებაში, რომელიც, საუკუნეებია, მოგვდგამს. გილოცავთ და გისურვებთ […]

ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში – Bloomberg

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს იკავებს ჩინეთზე ზეწოლისგან, რათა პეკინმა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დონალდ ტრამპი ორიენტირებულია სხვა საკითხებზე თავის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ურთიერთობებში. აღინიშნება, რომ ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან ორმხრივ პრობლემებზეა ორიენტირებული. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში ომი აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებ […]

„ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება – გიორგი ვოლსკი

Admin Tamuna
0
საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „არც ანა დოლიძისთვის არის დიდი დანაკარგი, თუ „ლელოს“ სივრცეში აღარ იმოძრავებს და არც „ლელოსთვის“ არის დიდი დანაკარგი, თუ ანა დოლიძე მის რიგებში არ იქნება. ზოგადად, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, თუ „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად ან […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

Admin Tamuna
0
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა. პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. „ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ივნისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7315 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7318 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1202 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1203 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს, ვერ დაბრუნდებიან, ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება აქვთ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ -გიული ავალიშვილი

Editor Dali
0
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიული ავალიშვილმა თავისი ძმის კლინიკაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. როგორც ავალიშვილმა აღნიშნა, კლინიკის დერეფანი ბადრაგით იყო სავსე და იმის უფლებაც არ ჰქონდა, დიალიზზე მყოფი ძმისთვის საჭმელი მიეტანა. „ღუდუშაურის კლინიკაში ჰყავდათ ორი-სამი კვირა, ძალიან მძიმედ იყო. ხომ შემეძლო, როგორც პატრონს, იქ მაინც მიმეტანა […]

“ტრამპი კერძო საუბრებში აღტაცებას ვერ მალავდა უკრაინული დრონების “მაგარი” შეტევის გამო, თუმცა შიშობს, რომ ამით რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა გართულდება”-The Independent

Editor Dali
0
დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ტრამპი კერძო საუბრებში აღტაცებას ვერ მალავდა უკრაინული დრონების „მაგარი“ შეტევის გამო, თუმცა შიშობს, რომ ამით რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა გართულდება“ (ავტორი – ენდრიუ ფაინბერგი, კორესპონდენტი ვაშინგტონში). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: იყო დრო, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას მკაცრად უთხრა, რომ რუსეთთან მრავალწლიანი ომისათვის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში „კოზირები“ არ ჰქონდა, […]

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

Editor Dali
0
კინოპრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები 14 ივნისს გამოვლინდებიან. წარმოგიდგენთ 2025 წლის ნომინანტებს: საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი) გზაჯვარედინზე (ლევან აკინი) პანოპტიკონი (გიორგი სიხარულიძე)   საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე – რაც თავი მახსოვს ლევან აკინი – გზაჯვარედინზე ტატო კოტეტიშვილი – წმინდა ელექტროენერგია გიორგი სიხარულიძე – პანოპტიკონი   საუკეთესო მსახიობი: დათა […]

შსს კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას-ალექსანდრე დარახველიძე

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული […]

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

Editor Dali
0
თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს და ფრილანსერებს, შესაძლებლობა აქვთ, ველი ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ინდივიდუალური მეწარმეები 1 თვის განმავლობაში, 2025 წლის 6 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში შეძლებენ. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა აღნიშნული პირობით ისარგებლონ, […]

 “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  „ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა“ (ავტორი – მაიკლ ლინდი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ურთიერთობა და მათი „მეგობრობის“ დრამატული ფინალი. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: ეჰ, როგორ ბედნიერ წყვილად გამოიყურებოდნენ… თუმცა სინამდვილეში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის „საჯარო […]