,,ნეტავ, მესამე პრეზიდენტის მსგავსად, ზურაბიშვილიც „საგულაოდ“ დადიოდეს”- ქართველიშვილი
ზურაბიშვილი ჯერ იყო, იქ არ მიდიოდა, სადაც მთავრობისაგან თანხმობა ჰქონდა, ასე ჩაშალა ევროპარლამენტში თავისი შეთანხმებული ვიზიტი – არ მიშვებენო. ახლა გაუგებარ და შეუთანხმებელ ვიზიტებზე უარი მიიღო, მაგრამ დემონსტრაციულად მიემგზავრება. წარმომიდგენია, რამხელა ზიანს მიაყენებს საქართველოს, სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევის წყალობითაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰბაძავს უნამუსოდ, რადგან მის მსგავსად, ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაიწყო ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების ჩადენა.
„გასაგებია, რომ „ოცნების“ ხელდასხმულია. გასაგებია, რომ მათ შორის ჩემი მიცემული ხმით სარგებლობს. გასაგებია, რომ იცის, იმპიჩმენტის დასაგვირგვინებლად საჭირო ხმების რაოდენობა პარლამენტში ვერ გროვდება და აბსოლუტურად გასაგებია, ვის ჰბაძავს ასე უნამუსოდ – მესამე პრეზიდენტს. ზუსტად ერთი წლით ადრე ვადის ამოწურვამდე მიშამ აიწყვიტა: ბებია, შვილები, თავისი საყვარლები, გუნდის წევრები საერთო საყვარლებით – ტაილანდი, დუბაი, ევროპა, ამერიკა… გაუთავებელი ვოიაჟები სახელმწიფოს ხარჯზე. მაგრამ თუ იმ ვიზიტების მიზანი კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაკმაყოფილება იყო და იმდროინდელი პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გამომდინარე ის მხოლოდ საკუთარ თავს უთანხმებდა „პაეზდკების“ განრიგს, მეხუთე პრეზიდენტის შემთხვევაში გაცილებით უარესად გვაქვს საქმე.
ნეტავ, „საგულაოდ“ დადიოდეს – დადის, აშკარად, თავისი ახალი პატრონების მითითებებითა და დავალებით. დადის კანონის უხეში დარღვევით, კონსტიტუციის სრული იგნორირებით, ქვეყნის მთავრობის ფეხქვეშ გათელვით. გერმანია, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, დანიის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი, პოლონეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უკრაინა… – ეს მხოლოდ ივლის-აგვისტოს მიმართვებია, რომლებსაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უარი განუცხადა.
ჯერ იყო, იქ არ მიდიოდა, სადაც მთავრობისაგან ზეპირი და წერილობითი თანხმობა ჰქონდა, ასე ჩაშალა ევროპარლამენტში თავისი შეთანხმებული ვიზიტი – არ მიშვებენო. ახლა გაუგებარ და შეუთანხმებელ ვიზიტებზე უარი მიიღო, მაგრამ დემონსტრაციულად მიემგზავრება. წარმომიდგენია, რა დონის ზიანს მიაყენებს მისთვის უცხო ქვეყანას, რომლის პრეზიდენტადაც ითვლება, სამწუხაროდ, ჩემი ძალისხმევის წყალობითაც“, – წერს დავით ქართველიშვილი.