ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი -საფრანგეთის ელჩი
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი“, – წერს შერაზ გასრი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.