1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში-ნატოს გენერალური მდივანი
ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში-ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში-ნატოს გენერალური მდივანი

612
0

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატოს წევრები ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს იარაღის წარმოებაში.

„ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება. საკმარისად არ ვაწარმოებთ. არც აშშ-ში, არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით, თუ შევადარებთ რუსებსა და ჩინელებს“, – აღნიშნა მარკ რუტემ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის ძლიერი მრეწველობა აქვს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს წარმოების გასაძლიერებლად.